Friday, July 20, 2012

სურათები





სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
,,ქართული ანბანის წარმოშობა''
2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები ისწავლიან,თუ საიდან იღებს სათავეს ქართული ანბანი,რა გზა გამოიარა ჩვენამდე რომ მოეღწია.
3.პროექტის აქტუალობა:
ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ანბანის წარმოშობის საფეხურებს.კვლევა-ძიების შედეგად მოიპოვებენ ინფორმაციას ამ თემის  შესახებ.
4.პროექტის მიზნები:
ქართული ანბანის წარმოშობის  ცოდნა,მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი,დამოუკიდებელი მუშაობის უნარი,ინდივიდუალური  და ჯგუფური პასუხისმგებლობა.
5.მონაწილეთა ასაკი:
12 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
სამი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიგებენ ქართული ანბანის წარმოშობის სათავეებს,მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით ამზადებენ პრეზენტაციას და ანთავსებენ ბლოგზე.
8.პროდუქტისათვის საჭირო რესურსები;
ი.გოგებაშვილის  ,,რჩეული'' ,ზ.კიკნაძის,,შუმერების ანბანი'',ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ნაბიჯი 1.მოსწავლეები გონებრივი იერიშის  მეთოდით  ასახელებენ მათთვის საინტერესო  აქტუალურ თემებს,რომლებიც დაფაზე იწერება.მაგ.,,ქართული ანბანის წარმოშობა',პირველი წიგნი''...
ნაბიჯი 2.მასწავლებლის დახმარებით ,მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე საინტერესო თემას.ამ მიზნით, შესაძლებელია არჩევნების მოწყობა.
ნაბიჯი 3.მოსწავლეები აკონკრეტებენ თემას და იღებენ  საბოოლოო გადაწყვეტილებას საპროექტო თემის შესარჩევად. შეარჩევენ თემას ,,ქართ.ული ანბანის წარმოშობა''
კლასს დავყოფ  ოთხ ჯგუფად,პირველ ჯგუფს დავავალებ პასუხი გასცენ კითხვაზე:,,ვინ შეადგინა თავდაპირველად ქართული ანბანი?'' მეორე ჯგუფი-,,როგორ შეიქმნა ქართული ანბანი?''მესამე ჯგუფი-,,რა გზა გამოიარა ქართულმა ანბანმა?''მეოთხე ჯგუფი-,,რა სახე მიიღო ქართულმა ანბანმა?''ჯგუფის წევრები მოიპოვებენ ინფორმაციას ,შეაჯერებენ და წარუდგენენ პრეზენტატორს.
შემდეგ ხდება პროექტის შეფასება:
რამდენად სრულყოფილი  და ყოვლისმომცველია თემა?
რამდენად საინტერესო ინფორმაციითაა გაჯერებული?
რამდენად არის გათვალისწინებული აუდიტორიის ასაკობრივი თავისებურებები თემის შინაარსობრივ ასპექტში.
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას  იქნება ინფორმაციის მოძიება და ორგანოზება.
მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმით;ისტ-ის გამოყენება,ჯგუფში თანამშრომლობა,ბიბლიოთეკის გამოყენება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შე-უძლია მართებულად წარ-მართოს საკუთარი სამეტყ-ველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცი-ლებელი წესების გამოყე-ნება, გრამატიკული თვალ-საზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.
11. პროექტის ხელმძღვანელი:ქ.დავითაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:qetidavitashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: qetidavitashvili.blogspot.com